ხშირად დასმული კითხვები

რა არის საერთაშორისო ბაზარი? საერთაშორისო ბანკთაშორისი ბაზარი, რომლის წევრებიც არიან:
• კომერციული და ცენტრალური ბანკები;
• სავალუტო ბირჟები;
• სადილინგო ცენტრები;
• სხვადასხვა ფონდები.
მსოფლიო ბაზრის დაფუძნების თარიღად 1976 წელი ითვლება, როდესაც "ოქროს სტანდარტზე" უარის თქმამ გამოიწვია ფუნდამენტურად ახალი სისტემის დაარსება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს შორის მსოფლიო ეკონომიკისა და რესურსების მარეგულირებლად ვლინდებოდა.

მსოფლიო ბაზარი - ეს არის კომერციული და ეროვნული ბანკების, უმსხვილესი ფონდებისა და კერძო მოვაჭრეების გაერთიანება, სადაც დღიური სავაჭრო ბრუნვა 10 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება. თუ ადრე ბირჟაზე წვდომა იყო დიდ სირთულეებთან და კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული, თანამედროვე ტენდენციების საშუალებით, უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს ვაჭრობაში, შეიძინოს ან გაყიდოს უმსხვილესი კომპანიების აქციები, ელექტრონული ფული ან ნებისმიერი ვალუტა. მსოფლიო ბირჟაზე ვაჭრობა, თვითდასაქმების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული და ეს ბაზრების მრავალწლიანი სტაბილურობის დამსახურებაა. ბირჟაზე მოვაჭრეებს, ანუ ტრეიდერებს საშუალება აქვთ შექმნან თავიანთი სამუშაო გრაფიკი, ივაჭრონ სახლიდან გაუსვლელად და არ იყვნენ დამოკიდებულნი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, ვაჭრობა სრულიად ელექტრონიზირებულია.

ვინ არის ტრეიდერი? ინგლისური სიტყვა «trader» ნიშნავს „მოვაჭრეს“. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული სიტყვის შინაარსი გაცილებით უფრო ღრმაა. ტრეიდერი არის ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობა შეუძლია. ფინანსური ბაზრის სამყაროში ტრეიდერები საკვანძო ფიგურებს წარმოადგენენ, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ მიწოდების და მოთხოვნას დაკმაყოფილებას ბაზარზე. ამასთან ერთად, სავაჭრო გარიგებების წარმოებისას, ტრეიდერებს ბაზრის გაანალიზების, პროგნოზირების და მსოფლიო ფასების მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ასპექტების განსაზღვრა ევალებათ. წარმატებული ვაჭრობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად აქვს ტრეიდერს ფასზე გავლენის მქონე ფაქტორები და სქემები ათვისებული. ყოველ წელს ტრეიდერის პროფესია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუ ადრე ეს სფერო „მონოპოლიზირებული“ იყო მსოფლიო ეკონომიკის არეალში მოღვაწე სპეციალისტების მიერ, თანამედროვე სამყაროში იმისთვის, რომ დაეუფლოთ ამ პრესტიჟულ პროფესიას, საკმარისია მხოლოდ სურვილი და პერსონალური კომპიუტერი. ტრეიდერები თავიანთ სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ სპეციალიზირებულ პროგრამაში - სავაჭრო ტერმინალში. ამ პროგრამით მუშაობა შეგიძლიათ დღე-ღამის განმავლობაში, 5 დღე კვირაში (შაბათ-კვირის გარდა). მოქნილი მიდგომის წყალობით, ბირჟაზე მოქმედი ტრეიდერის სამუშაო არ არის დამოკიდებული ადგილსა და დროზე. წარმატებული ტრეიდერის შემოსავლის სტაბილურობა დამოკიდებულია მისი ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებაზე.
ტრეიდერი - არის პიროვნება, რომელიც მოგების მიღების მიზნით ვაჭრობს ფინანსური ინსტრუმენტებით (ფორექსის შემთხვევაში ვალუტით). ყოველწლიურად ტრეიდერის პროფესიას უერთდება ათეულობით ათასი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად ეს პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ორი ათეული წლის წინ ტრეიდინგის სფეროში მოღვაწეობა ერთეულების ხვედრი იყო. ამჟამად ტრეიდერი შეუძლია გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კომპიუტერთან ურთიერთობის უნარჩვევები და შესაბამისი ინტელექტი გააჩნია. პროფესიის პოპულარობა გამოწვეულია მაღალი მოგების შესაძლებლობით და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან სიახლოვით, რაც უფრო ზრდის ინტერესს. სწორი და მიზანმიმართული ვაჭრობის შედეგად, სავაჭრო პოზიციების საშუალო შემოსავლიანობამ შესაძლებელია 100%-ს გადააჭარბოს.

ვინ/რა არის საერთაშორისო ბაზარის ბროკერი? ბროკერები, ანუ სადილინგო ცენტრები, წარმოადგენენ კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო და საფონდო ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევიან. ამჟამად, ბროკერები აფართოვებენ სავაჭრო ინსტრუმენტების სპექტრს და კლიენტებს პროფესიონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევენ. მოწინავე სადილინგო ცენტრები, კლიენტებს აძლევენ საშუალებას მიიღონ მოგება ფინანსური აქტივების ფასთა სხვაობიდან, რომლებზეც ვაჭრობა მიმდინარეობს ნედლეულის და საფონდო ბირჟებზე. ამგვარი შესაძლებლობა ხორციელდება CFD კონტრაქტების მეშვეობით.

როგორ ხდება ვაჭრობა საერთაშორისო ბაზარზე? სავალუტო და CFD ვაჭრობა ხორციელდება ინტერნეტის და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის - სავაჭრო ტერმინალის, ან სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით. სხვადასხვა ბროკერები იყენებენ სხვადასხვა პლატფორმას. მათ შორის ყველაზე პოპულარული და დროის მიერ გამოცდილი პლატფორმაა cTrader. ფორექსზე სავაჭრო მოცულობა იზომება ლოტებით. ერთი ლოტი უდრის 100 000 (ასი ათასი) საბაზო ვალუტების ერთეულს. სავალუტო წყვილში USD/JPY საბაზო ვალუტა არის აშშ დოლარი, შესაბამისად ამ წყვილის სავალუტო კონტრაქტის ერთი ლოტი უდრის 100 000 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გააჩნდეს დეპოზიტზე პირს, რომელსაც სურს გავიდეს ფორექსის სავალუტო ბაზარზე. რა თქმა უნდა ყველას არ გააჩნია ასეთი თანხა. მაგრამ იმისათვის რომ ყველამ შეძლოს ვაჭრობა სავალუტო ბაზარზე, საბროკერო კომპანიები მათ სთავაზობენ მარჟინალური ვაჭრობის მეთოდს. მარტივად რომ ვთქვათ, კლიენტებს ეძლევათ კრედიტი, რომლის უზრუნველყოფა ხდება კლიენტის დეპოზიტზე არსებული თანხით. ამიტომ თეორიულად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფორექსზე ვაჭრობა 1 დოლართაც კი აწარმოოს. რა თქმა უნდა შემოსავალიც, დეპოზიტის რაოდენობის ერთგვარად პროპორციული იქნება.

როგორ მივიღოთ შემოსავალი საერთაშორისო ბაზარზე? ფორექსზე შემოსავალი ფორმირდება სავალუტო კურსების სხვაობის ხარჯზე. ვაჭრობის მექანიზმი მარტივია: მაგალითად, ვყიდულობთ 1 ევროს 1,2 დოლარად და ვუცდით სანამ ევრო 1,3 დოლარი ეღირება. მაშინ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ გავყიდით ევროს და მივიღებთ მოგებას 0,1 დოლარის ოდენობით. მოგების მიღება შესაძლებელია როგორც გაყიდვის (კლებადი სავალუტო კურსის დროს), ასევე ყიდვის (მზარდი სავალუტო კურსის დროს) სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისას. როგორც მიხვდით, ეს ციფრები მაგალითისთვისაა მოყვანილი, რეალურად კი ვაჭრობა მიმდინარეობს უფრო დიდი მოცულობებით. სავაჭრო კაპიტალის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდება მოგების პროცენტულობა.

რა არის საჭირო საერთაშორისო ბაზარზე შემოსავლის მიღებისთვის? სწორი ვაჭრობისთვის საჭიროა ბაზრის ანალიზის და სწორი პროგნოზირებს უნარის გამომუშავება: - ფუნდამენტალური ანალიზის ცოდნა, რომელსაც საფუძვლად უდევს ვალუტების რეაქცია სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მოვლენებზე;
- ტექნიკური ანალიზის ცოდნა, რომელსაც საფუძვლად უდევს ისტორიული მონაცემების განმეორების ტენდენცია, აგრეთვე აქსიომა - ფასი ითვალისწინებს ყველა ფაქტორს;
- ბაზარზე შესვლის სწორი მომენტების და წერტილების შერჩევის ცოდნა;
- საკუთარ კაპიტალზე კონტროლის მეთოდების (მანიმენეჯმენტის) ცოდნა;
- ბაზარზე არსებული სიტუაციაში სწორი ორიენტირება/რეაგირება - ბაზრის ფსიქოლოგია;
- დახვეწილი სავაჭრო სტრატეგიის არსებობა.

როგორ ანგარიშდება ტრეიდერების შემოსავალი? ბევრი ფილოსოფიის გარეშე წარმოგიდგენთ რეალურ ციფრებს, რეალური ვაჭრობის შედეგებიდან (ციფრები დამრგვალებულია) : ვთქვათ დეპოზიტზე გაქვთ 10000 აშშ დოლარი. ვაჭრობთ ნებისმიერ პოპულარულ სავალუტო წყვილზე, ავიღოთ AUD/USD , გახსენით სავაჭრო პოზიცია 0,1 ლოტის მოცულობით (სტანდარტულ ანგარიშზე). ერთი პუნქტი დაახლოვებით 1 დოლარს უდრის. არჩეულ სავაჭრო წყვილზე დღიური მოძრაობა ორივე მხარეს დაახლოვებით 80-170 პუნქტია (იშვიათია დღე, როდესაც ნებისმიერი ვოლატილური წყვილი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი მიმართულებით, კორექციის გარეშე მოძრაობდეს). ავიღოთ მოძრაობს დიაპაზონის საშუალო მაჩვენებელი 100 პუნქტი. მაშასადამე 100 პუნქტი X 0,1 აშშ დოლარზე = 100 აშშ დოლარს. ფორექსი მუშაობს კვირაში 5 დღე. მაშასადამე თვეში 20 დღე. 20 დღე X 10 აშშ დოლარზე = 2000 აშშ დოლარს. ე.ი. 10000 აშშ დოლარიანი დეპოზიტით ვიგებთ 200 აშშ დოლარს, ე. ი. თვეში დეპოზიტს ვზრდით 20%-ით. ახლა თავად იანგარიშეთ იგივე მაგალითი, როდესაც დეპოზიტი და სავაჭრო მოცულობა (ლოტი) 10-ჯერ გავზარდეთ. რომელ ლეგალურ ბიზნესს აქვს პოტენციალი თვეში 200%-იანი მოგება მოგვცეს? ჩამონათვალი მართლაც რომ ძალიან პატარაა. მაგრამ ეს ყველაფერი ასე მარტივი ნამდვილად არ არის. იმისათვის, რომ სტაბილური, ზემოთაღნიშნულის მსგავსი შემოსავალი მიიღოთ საჭიროა სწავლა, სწავლა და სწავლა, რომელიც თქვენს შრომისმოყვარეობასა და მოტივაციაზეა დამოკიდებული; და ასევე გამოცდილება, გამოცდილება და გამოცდილება, რომელსაც დროთა განმავლობაში მიიღებთ.

რა პარალელების გავლება შეიძლება სხვა სფეროებთან? არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ფორექსზე და სხვა ფინანსურ ბაზრებზე, მათ შორის საფონდო, სასაქონლო და ნედლეულის ბირჟებზე ვაჭრობა, კაზინოში თამაშის მსგავსია: დადებ ფსონს სავალუტო კურსის ზრდაზე ან კლებაზე და მოიგებ, თუ შენმა პროგნოზმა გაამართლა. ასეთი მოსაზრების გამო ბევრი მოდის სავალუტო ბაზარზე, იწყებს ვაჭრობას და ეყრდნობა თავის იღბალს. ისინი არ იაზრებენ საკუთარ ნაბიჯებს, არ ცდილობენ ისწავლობ ბაზრის ტრენდის პროგნოზირების ხელოვნება, არ უღრმავდებიან სავაჭრო მეთოდების შესწავლას, მოქმედებენ იმპულსურად, ინტუიციით - ისევე, როგორც აზარტული თამაშების მოთამაშეები. საბოლოო ჯამში კი ასეთი ადამიანები განიცდიან ზარალს და სავალუტო ბაზარს ნეგატიური წარმოდგენებით დამუხტულები ტოვებენ, იმ აზრით რომ ფორექსზე ვაჭრობით შეუძლებელია შემოსავლის მიღება. იმისათვის, რომ არ მოხვდეთ ასეთი ადამიანების რიცხვში და მიიღოთ სტაბილური შემოსავალი ფორექსის ბაზარზე ვაჭრობისაგან, პირველ რიგში უნდა შეიცვალოთ ფინანსურ ბაზარზე სავაჭრო გარიგების განხორციელების პროცესის აღქმა. დაივიწყეთ ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა "ბირჟაზე თამაში", "ფორექსზე თამაში" და ა. შ. ფორექსი ნამდვილი ტრეიდერისათვის არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ნუ მიუდგებით ფორექსს, ფორექსზე ვაჭრობას როგორც - თამაშს.

რა არის საჭირო წარმატებული ვაჭრობისთვის? ფორექსზე წარმატებული ვაჭრობისათვის საჭიროა გაითავისოთ რამდენიმე ძირითადი აქსიომა. ფორექსზე შემოსავლის მიღებისათვის არ უნდა დაეყრდნოთ იღბალს. იმისათვის, რომ ფორექსზე ნახოთ მოგება, საჭიროა გესმოდეთ ბაზარი, იცოდეთ მისი კანონზომიერებები, შეგეძლოთ მისი პროგნოზირება. ამიტომ, სანამ ვაჭრობას დაიწყებდეთ, უნდა გაიაროთ შესაბამისი სწავლების კურსი, რომელიც ამ საიტზეც არის წარმოდგენილი; ფორექსზე ვაჭრობისას აუცილებელია ემოციების მოთოკვა, მოქმედებებში გამორიცხეთ აზარტი. ამაში დაგეხმარებათ კაპიტალის მართვის წესები (მანიმენეჯმენტის) და ბაზრის ფსიქოლოგიის ცოდნა.

არსებობს თუ არა სასწავლო ანგარიშიდან რეალურ ანგარიშზე გადასვლისას სირთულეები? თითქმის ყველა დამწყები ტრეიდერი ხვდება ფსიქოლოგიურ ბარიერს დემო ანგარიშიდან რეალურ ანგარიშზე გადასვლის პროცესის დროს. ეს პროცედურა საჭიროებს საფუძვლიან ფსიქოლოგიურ მომზადებას, რათა მოუხდეს ადაპტაცია ვაჭრობის მიდგომასა და მოტივაციას. დემო-ანგარიშზე მუშაობისას ტრეიდერი იმ გრძნობებს არ განიცდის (სიხარბე, აზარტი, ზარალის შიში), რომლებიც რეალური ფულით ვაჭრობისას ეუფლება. ყველა ეს ემოცია ვაჭრობის ეფექტურობაზე ნეგატიურად მოქმედებს, რადგან სიტუაციის საღი გონებით განსჯისა და შეფასების უნარს ემოციური ფონი ფარავს. ექსპერტები სასწავლო ანგარიშის დიდი ხნის მანძილზე გამოყენების მომხრენი არ არიან, რადგან ეს ხელს უშლის სწრაფი რეაქციის გამომუშავებას ფინანსური ბაზრის ცვლილებებისადმი. საუკეთესო გამოსავალი ორივე ანგარიშის ქონაა (რეალური და სასწავლო). რეალური ანგარიშების გამოყენება თქვენთვის კარგად გასაგები გარიგებების წარმოებისას შეიძლება, ანუ იმ პროცედურებისთვის, რომელთა მომგებიანობაში დარწმუნებული ხართ, პარალელურად შეგიძლიათ დახვეწოთ ზოგადი სტრატეგია სასწავლო ანგარიშზე და გადახვიდეთ რეალურზე. გარდა ამისა, გამომუშავებული ფული საკუთარ შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ და დემო-ანგარიშზე თავად იტყვით უარს. გამოცდილი ტრეიდერები ასევე ორივე ანგარიშის ერთდროულად მართვის მომხრენი არიან, ასეთ შემთხვევაში ბაზრის დეტალურად შესწავლისა და პროგნოზირების საშუალება გეძლევათ, რაც მოგების შანსებს ზრდის.

ვაჭრობისათვის რა პროგრამების ცოდნაა საჭირო? ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერისა და cTrader ან MetaTrader 4,MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმის ქონაა საჭირო, მათი გადმოწერა ჩვენი საიტიდან შეგიძლიათ. ეს პროგრამები ტელეფონით ისევე მუშაობს, როგორც კომპიუტერით. მათი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ანგარიშის მართვა და ვალუტებით ვაჭრობა ნებისმიერი ადგილიდან. პროგრამული უზრუნველყოფის (დაინსტალირების) შემდეგ ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის სასწავლო კურსის გავლაა საჭირო. ჩვენი კომპანია სწავლების უფასო კურსს გთავაზობთ, რომელიც აუცილებელი ცოდნის შეძენაში და ვაჭრობის დაწყებაში დაგეხმარებათ.

ვაჭრობისთვის რა პროდუქტების გამოყენებაა შესაძლებელი? ვალუტის გაცვლის საერთაშორისო ბაზარზე გარიგებების საწარმოებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ძირითადი ვალუტები:
• აშშ დოლარი (აშშ დოლარი);
• ევრო (EUR);
• ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (GBP);
• იაპონური იენი (JPY);
• შვეიცარული ფრანკი (CHF).
• ავსტრალიური დოლარი (AUD);
• ახალ ზელანდიური დოლარი (NZD);
• კანადური დოლარი (CAD);
• შვედური კრონი (SEK);
• ნორვეგიული კრონი (NOK);
• დანიური კრონი (DKK);
• სამხრეთ აფრიკული რანდი (ZAR).

ექვემდებარება ფინანსური ბაზარი პროგნოზირებას? რა თქმა უნდა, ექვემდებარება. ფასების ზრდისა და დაცემის პროგნოზირება შესაძლებელია და უფრო მეტიც, შესაძლებელია საკმაოდ ზუსტად. მთავარია, გვახსოვდეს მხოლოდ სამი ძირითადი წესი:
• ბაზრის ქცევის პროგნოზირება ნებისმიერ მომენტში არ შეიძლება. ფასების მოძრაობის არსის ცოდნა აუცილებელია (მასზე მოქმედი ტრენდისა და ფაქტორების განსაზღვრა ) და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გარიგების გახსნა.
• გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებას ხშირად აზრი არ აქვს, რადგან ხვალ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რამაც საბაზრო მიმართულების მოძრაობის შეცვლა გამოიწვიოს. რისკების მინიმუმამდე დაყვანის და შესაძლო ეკონომიკური არეულობის პროგნოზირებისათვის წინასწარ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გათვლაა მიზანშეწონილი. ფასების დერეფნის, მისი მოძრაობის და მერყეობის პროგნოზირებით წარმატებული ტრეიდერები ბრწყინვალე შედეგს აღწევენ.
• ფასების მოძრაობის და მისი დერეფნის დასადგენად საჭიროა სავალუტო ბაზრის ანალიზის წესების გამოყენება.

რისკები, რამდენად დიდია ისინი? სავალუტო ბირჟის არსებობის ისტორიის მანძილზე გამოუცდელი და დამწყები ტრეიდერების წარუმატებელი ვაჭრობის მრავალი მაგალითი დაგროვდა. ძირითადად ადამიანები რისკების დაზღვევის უმარტივესი წესების არცოდნის და უგულებელყოფის შედეგად ზარალდებიან. სხვა მხრივ, თუ ტრეიდერი ვაჭრობის წარმოების საკუთარ სტრატეგიას ადგენს და გარიგებებს დებს ლოგიკის დახმარებით, ის წარმატებებს აღწევს. ამას ასევე ხელს უწყობს სპეციალური ინსტრუმენტები, რომლებიც მკაცრად ზღუდავენ შესაძლო დანაკარგებს და წაგების ზღვართან მიღწევისთანავე ავტომატურად კეტავენ გარიგებებს. ეს ყველაფერი რისკის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა და უკიდურეს შემთხვევაში საინვესტიციო საშუალებების მცირე პროცენტული მაჩვენებლის დაკარგვა ხდება. ინტუიციის გავლენით stop-loss-ის (ავტომატური დამცავი ბრძანებების) არ დადების შემთხვევაში ტრეიდერი ზარალდება. ზარალი გაგძელდება მანამ, სანამ თქვენ არ გამოიმუშავებთ ტაქტიკას და არ შეისწავლით შესაძლო წაგებისგან დაცვის საშუალებებს, რომლებიც ინტეგრირებულია cTrader პლატფორმაში. ზემოთქმულის შეჯამებით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ვაჭრობის წარმოების წესების დაცვა და რისკებისგან დაზღვევა დანაკარგებს მინიმუმამდე ამცირებს. ყველაზე რისკიანი ტაქტიკის შემთხვევაშიც კი თქვენი დანაკარგები საერთო ინვესტირებული თანხის მცირე პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენს, რეკომდანციებს თუ გავითვალისწინებთ სავაჭრო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ინვესტიციის 10%-ს.

როგორ ხდება ანგარიშის შევსება და განაღდება? პირადი ანგარიშის შევსებისა და ბირჟაზე ვაჭრობისას ფულის გამოტანის პროცესი თქვენი ბანკის მეშვეობით ხორციელდება. ფულის შევსებისა და განაღდების კიდევ რამდენიმე საშუალება არსებობს:
• Visa და MasterCard საბანკო ბარათები
• გადახდის გავრცელებული ტერმინალები
• გადახდის სისტემები, როგორიცაა Webmoney, Moneybookers და ა.შ.

ვაჭრობის დასაწყებად ანგარიშზე რა თანხის ქონაა საჭირო? მარჟინალური ვაჭრობის წყალობით, ვაჭრობა შესაძლებელია მცირე კაპიტალით.

რა რაოდენობის ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი საერთაშორისო ბაზარზე? საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობა მრავალგანზომილებიანი პროცესია, ამიტომ მომგებიანობა ყოველთვის ინდივიდუალურია. ვაჭრობის დაწყებამდე საკუთარი შესაძლებლობების შეფასება დემო-ანგარიშის გამოყენებით არის მიზანშეწონილი. მისი დახმარებით ცოდნის დონისა და შესაძლო მოგების თანხის ოდენობის შეფასება შეგიძლიათ.

LiveZilla Live Chat Software