White Label

White Label FINEX 1970-ისგან – სრულყოფილი სასწავლო და საბროკერო ბიზნესი. ასეთი სქემა იმით არის მოხერხებული, რომ თქვენ არ გჭირდებათ ინტერნეტ-ტრეიდინგისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა, სერვისების ნულიდან აწყობა, ტექნიკური სპეციალისტების შტატის ჩამოყალიბება სერვისების უზრუნველსაყოფად; თქვენ იღებთ მზა პროდუქტებს და სერვისებს, რომლებიც შეგიძლიათ შესთავაზოთ კლიენტებს.

ვისთვის
პარტნიორობის ეს ტიპი, განკუთვნილია ბიზნესმენებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ მათი მომსახურებების სპექტრის გაფართოვება და აპირებენ საბროკერო, სასწავლო მომსახურების საკუთარი ბრენდის სახელით შეთავაზებას. White Label შეიძლება საინტერესო იყოს ბანკებისთვის, ბროკერებისთვის, ფინანსური ბაზრების სხვადასხვა სეგმენტებზე მომუშავეთათვის, ჰედჯ-ფონდებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და ყველასთვის, ვინც მზადაა გააფართოვოს მისი სერვისების სფერო არსებული საუკეთესო ინსტრუმენტების ხარჯზე.

პროდუქტების ზოგადი აღწერა
• ფინანსურ ბაზრებზე თქვენი ბრენდით მუშაობის შესაძლებლობა;
• ტერმინალი cTrader, ადაპტირებულია თქვენი ბიზნესის მიხედვით;
• ფინანსური ინსტრუმენტების სრული ნაკრები, CFD და ინდექსები, რომელთაგანაც სამუშაოდ საჭირო ინსტრუმენტებს თავად ირჩევთ;
• კომპანიის მხრიდან მარკეტინგული და ტექნიკური მხარდაჭერა;
• სასწავლო მასალები;
• პერსონალური მენეჯერი;
• მუდმივი ანაზღაურებები და ბონუსები FINEX 1970-ისგან;
• თქვენი კომპანიის სერვისების სპექტრის გაფართოვება მოთხოვნადი სერვისის, ინტერნეტ-ტრეიდინგის საშუალებით;
• ახალი კლიენტების მოზიდვის და უკვე არსებულთაგან დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა;
• ინდივიდუალრი ექსკლუზიური პირობები;

FINEX 1970
• FINEX 1970 - აწვდის პარტნიორს მზა სავაჭრო ტერმინალს cTrader.
• Finex 1970 - უწევს White Label პარტნიორს ინფორმაციულ მხარდაჭერას.
• Finex 1970 - უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და ყველა სერვისის კორექტულ მუშაობას.

პარტნიორი
• პარტნიორი აკონტროლებს მისი კომპანიის ადმინისტრაციულ სამუშაოს და ანხორციელებს კლიენტთა მომსახურებას: სწავლება, ანგარიშების მართვა.
• პარტნიორი აწესებს და არეგულირებს პირობებს, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ მისი კლიენტები.
• პარტნიორი აწვდის კლიენტებს დამატებით უფასო ან ფასიან სერვისებს.

მოთხოვნები White Label-ისთვის:
• საკუთარი იურიდიული პირი;
• საკუთარი კლიენტთა ბაზა;
• White Label-ის შესყიდვა;
• White Label-ის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

LiveZilla Live Chat Software